ილია თოფურია სოციალურ ქსელში მისი შემდეგი ბრძოლის დადასტურებას გამოეხმაურა.
"29 ივნისს, კიდევ ერთი ოცნება ასრულდება. მე მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ვიქნები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიში. მე უბრალოდ ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი.
სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა. 17-0." - წერს ქართველი მებრძოლი ინსტაგრამზე.
UFC-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ილია თოფურიამ UFC 317-ზე მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ჩარლზ ოლივერიას დაუპირისპირდება.
ოფიციალურად: მეტოქე ცნობილია - თოფურია ქამრისთვის იბრძოლებს