NBA-ის ინსაიდერი ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, შაი გილჯეს-ალექსანდერმა ჩემპიონ ოკლაჰომა სიტი თანდერთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
MVP მაქსიმალური კონტრაქტის მიხედვით 4 წელიწადში 285 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც 2030-31 წლებამდე იქნება გათვლილი.
კანადელს ამჟამინდელ კონტრაქტში 2 წელი აქვს დარჩენილი, რომლის მიხედვითაც 79 მილიონი დოლარი ეკუთვნის.
2027 წლიდან კი გილჯეს-ალექსანდერის ანაზღაურება წლიურად ასე განაწილდება:
2027-28: 63,525,000 დოლარი
2028-29: 68,607,000 დოლარი
2029-30: 73,689,000 დოლარი
2030-31: 78,771,000 დოლარი
შაის NBA-ის ისტორიაში წლიურად ყველაზე მაღალი ანაზღაურება ექნება. ის მე-15 მოთამაშე გახდა, რომელმაც სუპერ მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა.