NBA-ის ინსაიდერ შამს ჩარანიას ინფორმაციით, ტაირეს ჰალიბარტონმა სუპერფინალში, ოკლაჰომასთან მე-7 თამაშშ მარჯვენა ფეხზე აქილევსის მყესი გაიწყვიტა.
ინდიანა პეისერსის ვარსკვლავი მატჩებს ისედაც ტრავმით თამაშობდა, გადამწყვეტი შეხვედრის დასაწყისში კი უმძიმესი ტრავმა მიიღო, რაც ჩარანიამ დაადასტურა.
დიდი ალბათობით, ჰალიბარტონს მომდევნო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდება, ჯერ-ჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.
ტაირესის დანაკლისის ფონზე პეისერსმა წარმატების მიღწევა ვეღარ მოახერხა და ფინალური სერია დათმო.
VIDEO: ისტორიაში პირველად - ოკლაჰომა NBA-ის ჩემპიონია