VIDEO: ისტორიაში პირველად - ოკლაჰომა NBA-ის ჩემპიონია
23 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის სუპერფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერსა და ინდიანა პეისერსს შორის გადამწყვეტი მე-7 მატჩი გაიმართა.
შეხვედრის პირველ მეოთხედში სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. ტაირეს ჰალიბარტონმა, რომელსაც კარგი სტარტი ჰქონდა, აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მატჩის დატოვება ნაადრევად მოუწია, ეს კი ინდიანასთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.
საბოლოოდ შეხვედრა ოკლაჰომას გამარჯვებით 103-91 დასრულდა და თანდერი წლევანდელი სეზონის ჩემპიონია.
თანდერმა ქალაქ ოკლაჰომას ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც NBA-ის ფინალები მოიგო.
გამარჯვებულ გუნდს შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კანადელი ფინალების MVP გახდა.
მას შემდეგ რაც MVP-ის ჯილდო არსებობს (1955-56), მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო საუკეთესო მექულის, MVP-სა და NBA-ის ტიტულის მოგება ერთ სეზონში - კარიმ აბდულ-ჯაბარი, მაიკლ ჯორდანი, შაკილ ო'ნილი და შაი გილჯეს-ალექსანდერი.
კანადელი ამ სეზონში რეგულარული სეზონის, დასავლეთ კონფერენციის ფინალისა და ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.