NBA-ის ინსაიდერი ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, ბოსტონ სელტიკსმა ჯრუ ჰოლიდეი და კრისტაპს პორზინგისი გაცვალა.
ჯრუ ჰოლიდეი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში გაიცვალა, მის სანაცვლოდ კი სელტიკსმა ანფერნი სიმონსი და დრაფტის მეორე რაუნდის ორი არჩევანი მიიღო.
პორზინგისის შემთხვევაში კი სამმაგ გაცვლასთან გვაქვს საქმე: ატლანტა ჰოუქსი მიიღებს ლატვიელს და მეორე რაუნდის არჩევანს, სელტიკსი მიიღებს ჯორჯ ნიანგსა და მეორე რაუნდი არჩევანს, ბრუკლი ნეტსი კი ტერანს მენსა და 22-ე არჩევანს.
ჰოლიდეისა და პორზინგისის გაცვლის მიზეზი სახელფასო ჭერის გამოთავისუფლება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოსტონმა ამით 210 მილიონი დოლარი დაზოგა.