მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი ალექსანდრ ზვერევი უიმბლდონის პირველ წრეში ფრანგ არტურ რინდერკნეშთან დამარცხდა და ტურნირს სენსაციურად დაემშვიდობა.
შეხვედრა 4 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და 29 წლის ფრანგის გამარჯვებით დასრულდა - 7:6 6:7 6:3 6:7 6:4.
რინდერკნეშმა 25 ეისი მოაწოდა და 3-ჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა, ზვერევს კი 31-მა ეისმაც ვერ უშველა, რომელთან ერთადაც მან 5-ჯერ ვერ შეძლო ბურთის თამაშში შეყვანა.
ამ მარცხით ზვერევი ზედმეტად ადრე გამოემშვიდობა ტურნირს, რომელზეც აქამდე მისი საუკეთეს შედეგი მეოთხე წრე იყო (2017, 2021, 2024). ოთხ გრენდ სლემს შორის გერმანელისთვის უიმბლდონი ყველაზე წარუმატებელია - სხვა სამ ტურნირზე მას ფინალები აქვს ნათამაშები.
მომდევნო წრეში რინდერკნეშის მეტოქე ჩილელი კრისტიან გარინი იქნება, რომელიც რეიტინგში 110-ე ადგილს იკავებს.