კარლოს ალკარასისგან განსხვავებით, რომელსაც უიმბლდონზე პირველი მატჩის მოსაგებად სრული ხუთი სეტი დასჭირდა, იანიკ სინერმა თავისი პირველი ნაბიჯი ტიტულისაკენ ძალიან დამაჯერებლად გადადგა.
პირველ წრეში მისი მეტოქე თანამემამულე ლუკა ნარდი იყო, რომელსაც იანიკმა მხოლოდ შვიდი გეიმი დაუთმო და 1 საათსა და 49 წუთში 6:4 6:3 6:0 დაამარცხა.
სინერმა 9 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნარდიმ კი 3 ეისთან ერთად 5-ჯერ თამაშში ბურთ საერთოდ ვერ შეიყვანა.
ამ გამაჯრვებით სინერმა, რომლისთვისაც უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით ნახევარფინალია (2023) მიმდინარე სეზონის მესამე გრენდ სლემის ფინალისაკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
მომდევნო წრეში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ავსტრალიელი ალექსანდრ ვუკიჩი დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 93-ე ადგილს იკავებს.