MMA Junkie-სთან ინტერვიუში ისლამ მახაჩევის მენჯერმა, ალი აბდელაზიზმა ილია თოფურიაზე კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, ილია ისლამის ძალიან მადლიერი უნდა იყოს. ისლამმა თავისი ტიტული ვაკანტური გახადა, რათა ის ჩემპიონი გახდეს. ეს აღსანიშნი ფაქტია. ისლამს არავის ეშინია." - განაცხადა აბდელაზიზმა.
მახაჩევის მენეჯერმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ისლამი შემდეგ ბრძოლას აუცილებლად ქამრისთვის ჩაატარებს.
"თუ ჯეკი (დელა მადალენა) მზად არ იქნება, ისლამი ქამრისთვის იბრძოლებს. არა დროებითისთვის, არამედ ნამდვილი ქამრისთვის."
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონის ტიტული ვაკანტური გახადა, რომლისთვისაც ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა 29 ივნისს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
"მე მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ვიქნები" - თოფურია ჩანიშნულ ბრძოლას გამოეხმაურა