ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლაზე მინიშნება გააკეთა.
მას შემდეგ, რაც მადალენამ ბელალ მუჰამედი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა, ისლამმა მის დივიზიონში ასვლის მზაობა გამოთქვა.
„დროა, ორმაგი ჩემპიონი გავხდე." - წერს სოციალურ ქსელში მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი.
ბრძოლის შემდეგ თავად მადალენამაც აღნიშნა, რომ ქამრის პირველი დაცვა მახაჩევის წინააღმდეგ მისთვის საინტერესო იქნებოდა.
ამ დრომდე უცნობია, ვის დაუპირისპირდება 28 ივნისს ილია თოფურია UFC 317-ზე.