ისლამ მახაჩევის თქმით, ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დათმობას არ აპირებს.
UFC-ს რუსი მებრძოლი აცხადებს, რომ ზედა დივიზიონში ასვლის შემთხვევაშიც კი არ დათმობს მსუბუქი წონის ქამარს.
„შაბათის მთავარი ღონისძიება გადაწყვეტს ჩემს შემდგომ ნაბიჯს. თუმცა, განურჩევლად ამ ბრძოლის შედეგისა, მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს არ დავთმობ!
შესაძლოა, აქაც გამოჩნდეს ნამდვილი კონტენდერი." - წერს მახაჩევი სოციალურ ქსელში.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მსუბუქი წონის დივიზიონში მოვლენები, რადგან ილია თოფურიას თქმით, 28 ივნისს ის ან მახაჩევს ან ჩარლზ ოლივეირას სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება, მაგრამ თავად რუსის პოსტიდან ჩანს, რომ ის არც ილიასთან ჩხუბს აპირებს და არც ქამრის დათმობას.