ჟოზე ალდომ განაცხადა, რომ UFC-ში ჩხუბს აღარ აპირებს.
UFC 315-ს ღონისძიებაზე ბრაზილიელი ალდო აიმან ზაჰაბისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
„მადლობა UFC-ს ყველაფრისთვის. ვფიქრობ, გაგრძელების ძალა აღარ გამაჩნია. ურთულესი კვირა გამომივიდა და საქმე მხოლოდ წონის კლებას არ ეხება. ბევრი სხვა რამ მოხდა. ამდენი რაღაცის შემდეგ განშორება ძალიან რთულია. თუმცა, დადგა მომენტი, როცა ვგრძნობ, რომ ძალა აღარ მაქვს, სხეული არ მემორჩილება. ამ ყველაფრის გამოვლა ხელახლა აღარ მინდა.
ვფიქრობ, ბოლოჯერ მხედავთ, აღარ შემიძლია." - აღნიშნა UFC-ს ექს-ჩემპიონმა ჟოზე ალდომ.
ალდომ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული შვიდჯერ დაიცვა.
ბრაზილიელი კარიერას 32 გამარჯვებითა და 10 მარცხით ასრულებს.