UFC 315-ის მთავარ ივენთზე ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ბელალ მუჰამედი ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდა.
ბრძოლა სრული ხუთი რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება მადალენას დარჩა - 48:47, 48:47, 49:46.
მადალენას კარიერაში 18-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდა და ის ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონია.
ამ ბრძოლას ილია თოფურიას მომავალი მეტოქე უნდა გადაეწყვიტა UFC 317-ზე, თუ ბელალი მოიგებდა, მაშინ ისლამ მახაჩევი დივიზიონს აღარ შეიცვლიდა და ქამრის დაცვა ქართველის წინააღმდეგ მოუწევდა, ხოლო თუ ბელალი წააგებდა (რაც საბოლოოდ მოხდა), მახაჩევი ზედა დივიზიონში ადის, თოფურია კი მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის ჩარლზ ოლივეირას ხვდება.
ეს გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რამდენიმე დღის წინ მახაჩევის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ ზედა წონაში ასვლის შემთხვევაშიც არ აპირებს მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის გათავისუფლებას.