UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ინსტაგრამის პირდაპირ ჩართვაში მომავალი სატიტულო ბრძოლები დაადასტურა.
მისი თქმით, მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.
მახაჩევის ვაკანტური ქამრისთვის კი ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ. დაპირისპირება საერთაშორისო საბრძოლო კვირეულის ფარგლებში UFC 317-ზე, 29 ივნისს გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიების თანამთავარი ბრძოლა ასევე საჩემპიონო იქნება. უმსუბუქესი წონის ქამარს ალექსანდრე პანტოჟა კაი კარა-ფრანსის წინააღმდეგ დაიცავს.
ასევე დადასტურდა კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა, რომელის საშუალო წონის დივიზიონში გაიმართება. დრიკუს დუ პლესი ქამარს ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ დაიცავს. ბრძოლა UFC 319-ზე, 17 აგვისტოს შედგება.
"მე მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ვიქნები" - თოფურია ჩანიშნულ ბრძოლას გამოეხმაურა