2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ჯგუფი ცნობილია.
ესპანეთი, უკრაინა-შვეიცარია-სლოვაკეთის პრესაკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია-დანია-ნორვეგიის პრესაკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოგვიწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა და B ჯგუფის 3 საუკეთესო დაუპირისპირდება.
B ჯგუფში მოხვდნენ : საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია-უნგრეთი-რუმინეთის პრესაკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა.
პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება.
მეორე ეტაპის თამაშები კი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.