მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟორდი ალბას ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.
„გამიმართლა, რომ ლეოს დიდი ხანია ვიცნობ და ერთმანეთს საუცხოოდ ვუგებთ. მოედანზე უბრალოდ ერთმანეთის შეხედვით ვხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან მიხარია, რომ კვლავაც ერთად ვთამაშობთ.
სხვა გუნდები ყველაფერს აკეთებენ ლეოს გასაჩერელად, თუმცა საბოლოოდ ეს ურთულესი ამოცანაა. ისინი მის და ზოგადად ჩვენ ყველას მიმართ დიდ პატივისცემას იჩენენ.
საბოლოო ჯამში, ლეოს წინააღმდეგ თამაშიც დიდი პრივილეგიაა. ყოველდღე კი არ გეძლევა ისტორიაში საუკეთესოსთან ერთად მოედანზე გასვლის შანსი." - აღნიშნა ალბამ, რომელიც მესის თანაგუნდელი წლების მანძილზე ბარსელონაში იყო, ახლა კი მასთან ერთად ინტერ მაიამიში ასპარეზობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები