უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში გალათასარაისა და ლივერპულს შორის ალისონმა ტრავმა მიიღო.
ბრაზილიელმა მეკარემ ერთი ერთზე გასულ ვიქტორ ოსიმენის დარტყმული ბურთი აიღო და ამის შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ექიმების შემოწმების შემდეგ ალისონის შეცვლა გახდა საჭირო და 56-ე წუთზე მის ნაცვლად ლივერპულის კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა.
ეს ქართველი მეკარისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩია.
