იბერია 1999-ს ამიერიდან გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს.
"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იბერიას მთავარ მწვრთნელად გუგა ნერგაძე იმუშავებს, რომელიც პირველ გუნდში იბერია 2-დან დაწინაურდა.
გუგა კლუბის სტრუქტურას კარგად იცნობს: მას უმუშავია როგორც აკადემიაში, ისე პირველი გუნდის ანალიტიკოსად. მისი ხელმძღვანელობით, იბერია 2-ს მიმდინარე სეზონში საშინაო შეხვედრა არ წაუგია.
გუგა ნერგაძე ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იქნება." - წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.
29 წლის ნერგაძე იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძეს შეცვლის.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ იბერია სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ დილას 6 ქულით ჩამორჩება.