საქართველოს U21 ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში დაუპირისპირდება, ხოლო მალტას - 14 ოქტომბერს.
ამ მატჩებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს 4 ახალწვეული შეუერთდება - ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი, თეიმურაზ ოდიკაძე და გელა სადღობელაშვილი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.
სექტემბერში გამართული პირველი ტურის მატჩი, ქუთაისში, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი)