საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორივე მატჩს სტუმრად გამართავს. ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს, ესპანეთთან ელჩეში გასამართი მატჩისთვის მოემზადება.
ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თურქეთში გაემგზავრება. 14 ოქტომბერს, ჯგუფის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.
მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი), დავით კერესელიძე (დილა გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია), ირაკლი აზაროვი (შახტარი) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი გულიაშვილი (სარაევო), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი)