მერაბ დვალიშვილს არ სურს იყოს ჩემპიონი, რომელიც უსაქმოდ არის.
The Machine სუპერმსუბუქი წონის ქამრის დაცვას მესამედ შეეცდება და UFC 320-ის თანამთავარ ბრძოლაში ამ კვირას ლას-ვეგასში კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება.
დვალიშვილმა 2025 წელი UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვზე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი ივნისში UFC 316-ზე შონ ო’მალი მესამე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა UFC 320-ზე, ქართველი მებრძოლი ამ წელს დასვენებას არ გეგმავს.
„მინდა აქტიური ვიყო, ჩემი თავი სირთულეებში გამოვცადო და დავრჩე დისციპლინირებული, ჯანმრთელი ვარ, ეს საქმე მიყვარს და მინდა მუდმივად ვიბრძოლო." - უთხრა დვალიშვილმა UFC.com-ს.
„მინდა, რომ წელს ოთხი ბრძოლა მქონდეს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, თუ UFC საშუალებას მომცემს. მინდა ვისიამოვნო ამით, რადგან ჯანმრთელი ვარ, მზად ვარ და არ მინდა დრო დავკარგო.“
სენდჰეგენი ყველაზე დამსახურებული კონტენდერია.
„კორი სენდჰეგენი დიდებული მებრძოლია, დაამარცხა ისეთი სახელები, როგორებიც არიან ფრენკი ედგარი და მარლონ მორაესი, აქვს მოგება ბაუტისტასთან, რომელიც კარგ ფორმაშია და ყოველთვის იბრძოდა დივიზიონის საუკეთესოებთან, ის ახლა ყველაზე დამსახურებული მეტოქეა. ყოველთვის მზად არის გამოვიდეს და იბრძოლოს - ამიტომაც ახლა სწორედ ის არის ყველაზე დამსახურებული.“ - თქვა დვალიშვილმა.
ქართველი მებრძოლი ცნობილია თავისი ჭიდაობითა და კარდიოთი, თუმცა შაბათს სურს სხვა უნარებიც აჩვენოს ოქტაგონზე.
„ნოკაუტი მინდა, მაგრამ ვნახოთ. ეს MMA ბრძოლაა, თუმცა ჩემს დარტყმებს უფრო მეტად გამოვიყენებ." - აღნიშნა დვალიშვილმა.
ამ ბრძოლაში სტრაიკინგი მეტად იქნება და ვეცდები ნოკაუტით მოვიგო.
"მუდამ ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო" - მერაბ დვალიშვილი მედია დღეზე