მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ სენდჰეგენთან ბრძოლამდე
UFC 320-ის მედია დღის წინ, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს UFC-ის ანტიდოპინგური პროგრამის ფარგლებში 50 სუფთა ტესტის ჩაბარებისთვის სპეციალური ჟაკეტი გადაეცა.
„ეს ჩემი ოცნებაა,“ - თქვა დვალიშვილმა 50 სუფთა ტესტის ჟაკეტის მიღებისას. მერაბმა სხვადასხვა საკითხზე მედია დღეზე ისაუბრა.
„კორი სენდჰაგენს საშიში იარაღი აქვს, მაგალითად მფრინავი მუხლი, სპინინგ-ქიქი, საბმიშენის მცდელობები, კარგი კარდიო, გაქცევა გდებებიდან და სწრაფად ადგომა. და დიდი გამოცდილებაც. მაგრამ ის ჩემ წინააღმდეგ გამოდის და ამჯერად მე ჩემი თავის კიდევ უკეთესი ვერსია ვარ.“ - აღნიშნა დვალიშვილმა (20-4) მედია წარმომადგენლებთან საუბრისას.
ეს თავდაჯერებულობა არ ნიშნავს, რომ დვალიშვილი სენდჰეგენს არასერიოზულად უყურებს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთი დარტყმა, ერთი საბმიშენი ყველაფერს ცვლის. ამიტომ მე ვაღიარებ კორი სენდჰეგენის ყველა საფრთხეს, მაგრამ ამავე დროს გავაკეთებ იმას, რისთვისაც ვივარჯიშე, და ეს ჩემთვის კარგი ღამე იქნება. მე ასე მჯერა.
ჩემპიონად ყოფნისას დვალიშვილი საოცრად აქტიურია, სენდჰეგენზე გამარჯვება მისთვის წლის განმავლობაში უკვე მესამე ტიტულის დაცვა იქნება. ამიტომაც, ფიქრობს თუ არა ქართველი ვარსკვლავი წლის მებრძოლობაზე? როგორც ჩანს - ნაწილობრივ.
„კი, თუ მოვიგებ, კარგი იქნება, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას. მინდა მეტი გავაკეთო. ჯანმრთელი ვარ, მშიერი ვარ, სუპერ-მოტივირებული ვარ. მიყვარს ჩხუბი. ყოველთვის მინდა საუკეთესო შედეგი ვაჩვენო და ამაზე ვარ ფოკუსირებული. რაც უნდა იყოს ჩემი სტატისტიკა ან მიღწევები, ამას მივიღებ, მაგრამ როგორც ვთქვი, ყოველთვის მაქვს შემდეგი მიზანი და მუდამ ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.“ - უთხრა დვალიშვილმა Cageside Press-ს.
დვალიშვილისა და სენდჰეგენის სატიტულო ბრძოლა 5 ოქტომბერს, UFC 320-ზე გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 06:00 საათზე დაიწყება.
თავის წონაში ისტორიაში საუკეთესო - მერაბ დვალიშვილის გზა UFC-ში