• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
თავის წონაში ისტორიაში საუკეთესო - მერაბ დვალიშვილის გზა UFC-ში
ქართულიქართული
UFCUFC

თავის წონაში ისტორიაში საუკეთესო - მერაბ დვალიშვილის გზა UFC-ში

01 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მერაბ დვალიშვილის ბრძოლის კვირაა და რა თქმა უნდა, აუცილებელია გადავხედოთ და გავიხსენოთ მის მიერ განვლილი გზა UFC-ში.


ქართველი არც ვინმე ცნობილის ბიძაშვილი ყოფილა და არც ორგანიზაცის პრეზიდენტის ფავორიტი, ამიტომ UFC-ში პირველივე დღიდან თავისი გზის გაკვალვა თავადვე მოუწია.


ორგანიზაციაში მერაბის კარიერა ცუდად დაიწყო. ფრენკი საენსთან გაყოფილი გადაწყვეტილებითა და რიკი სიმონთან საბმიშენით მარცხის შემდეგ, მესამე ბრძოლა დვალიშვილისთვის გადამწყვეტი იყო - ზედიზედ მესამე წაგება მას UFC-ს მიღმა დატოვებდა. თანაც, სავარაუდოდ, სამუდამოდ.


თუმცა, მესამე ბრძოლაში ოქტაგონზე ტერიონ ვარესთან ოქტაგონზე სრულიად სხვა, მობილიზებული და ყველასთვის კარგად ნაცნობი მერაბი ვიხილეთ. არა, არც იქამდე დაეწუნებოდა მერაბის მონდომებას და მობილიზაციას რაიმე, მაგრამ საბედისწერო ჩხუბს ყოველთვის სხვანაირად ჩხუბობს ადამიანი.


ტერიონ ვარესთან ბრძოლით იწყება დაუვიწყარი გამარჯვებათა სერია. სერია, რომელიც დღემდე გრძელდება და უკვე დაუჯერებელ 13 ბრძოლას ითვლის. 



ბრედ კანტონა, ქეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი, მარლონ მორაესი - ეს იმ ბრძოლების დაპირისპირებაა, რომელიც დვალიშვილმა 2018-დან 2021 წლის ჩათვლით მოიგო, რითაც სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან, ჟოზე ალდოსთან ბრძოლის შანსი მიიღო.


სხვათაშორის, მორაესთან ბრძოლა UFC-ში პირველი იყო, რომელიც ქართველმა დროზე ადრე დაასრულა და ნოკაუტით, მეორე რაუნდშივე მოიგო.


3-რაუნდიან ბრძოლაში დვალიშვილმა ალდოს შანსი არ დაუტოვა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონთან, რუს პიოტრ იანთან ჩაუნიშნეს ბრძოლა.


ალბათ, ყველას აქვს ნანახი იანის ნაცემი სახე მერაბთან ბრძოლის შემდეგ. ბრძოლამდე რუსმა მერაბი გამოიწვია, პირისპირ დგომის დროს ხელიც კრა. ქართველმა მოითმინა და ყველაფერს პასუხი უშუალოდ ოქტაგონზე გასცა. მართალია, იანმა დროზე ადრე დანებება არ მოისურვა, სამაგიეროდ კარგად ნაცემმა რომ დატოვა არენა, ეგ ყველამ ვნახეთ. 



საერთოდაც, იანთან ბრძოლით იწყება მერაბის საკულტო პერიოდი UFC-ში, სადაც ყველა ბრძოლაში ხდებოდა რაღაც დასამახსოვრებელი და ისტორიული - დაწყებული პიოტრის ნაცემი სახით, გაგრძელებული მხრებზე მოგდებული სეხუდოთი და დასრულებული შონ ო'მალის ზურგზე კოცნით.


სეხუდო ვახსენეთ - სწორედ მასთან ბრძოლა იყო შემდეგი. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობაში, რომელიც მერაბმა მხრებზე მოიგდო და თავის მეგობარ მარკ ცუკერბერგს ცხვირწინ დაუგდო. ამ კადრებმა მთელი ინტერნეტი მალევე მოიცვა.



ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვება ყველანაირად ისტორიული იყო - დასამახსოვრებელი და საკულტოს გარდა, სწორედ ამ ბრძოლით დაიმსახურა ქართველმა ქამრისთვის ბრძოლა. კი, ზოგი 2-3 გამარჯვებით იღებს ქამრისთვის ბრძოლის შანსს, ქართველს კი ზედიზედ 10 (!!!) ბრძოლის მოგება დასჭირდა ამისათვის. 


2025 წლის 15 სექტემბერი - ეს თარიღი სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში. ეს არის დღე, როცა მერაბ დვალიშვილი მხოლოდ მე-2 ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა. შონ ო'მალის ამ დღეს ოქტაგონზე უბრალოდ შანსი არ ჰქონდა, ის სტატისტის როლს ასრულებდა. მერაბს იმ საღამოს თავისი მიზნისკენ სვლაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.


უკვე გამარჯვების შემდეგ, apeople-ს ოფისში ვიზიტისას ქართველმა აღიარა, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა ყველაფრის მნიშვნელობა, როცა დანა უაითმა მას ჩემპიონის ქამარი შემოხვია - ქართველი ჩაიმუხლა და სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებდა.



სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირია საუბრები იმაზე, რომ მერაბი ყველაზე აქტიური ჩემპიონია UFC-ში და ასეც არის. ქართველი მაქსიმუმ 3-4 თვეს ისვენებს და წელიწადში 3 ან სულაც 4 ბრძოლას ასწრებს. ამიტომ, შემდეგი ბრძოლის ლოდინიც დიდხანს არ დაგვჭირდა - უმარ ნურმაგომედოვმა თავისი მისაღები 2025 წლის დადგომისთანავე მიიღო, როცა მერაბმა დამაჯერებლად მოუგო და ქამრის პირველი დაცვაც ჩაიწერა აქტივში.


მეორე დაცვა შონ ო'მალისთან იყო, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, როცა ქართველმა მარლონ მორაესის შემდეგ პირველად მოიგო UFC-ში ნაადრევად. მერაბმა ამერიკელი მესამე რაუნდში მოახრჩო და დანა უაითის ერთ-ერთი ფავორიტი მებრძოლის მომავალში კვლავ გაჩემპიონების საკითხი თითქმის სამუდამოდ დაასრულა.


2020-ს შემდეგ პირველად ხდება, რომ მერაბ დვალიშვილი ერთ კალენდარულ წელიწდაში სამ ბრძოლას ატარებს. მაშინ, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი და ჯონ დოდსონი დამარცხდნენ, ახლა კი უმართან და ო'მალისთან ბრძოლის შემდეგ, კორი სენდჰეგენის ჯერი დადგა.


ყველაფერი, რაც მერაბ დვალიშვილის მომავალ მეტოქეზე უნდა ვიცოდეთ


დვალიშვილი რაც შეიძლება ხშირად ბრძოლის სურვილს მუდმივად გამოთქვამს და არ არის გამორიცხული, მორიგი გამარჯვების შემთხვევაში, ის ოქტაგონზე 2025 წლის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, სავარაუდოდ პიოტრ იანის წინააღმდეგ.


მერაბ დვალიშვილის სტატისტიკა UFC-ში 13 გამარჯვებასა და 2 მარცხს ითვლის. ჯერ კიდევ უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში მან ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა და დღეს 97 თეიქდაუნით ისტორიაში საუკეთესოა. 


კორი სენდჰეგენი მორიგი წინაღობაა ქართველის გზაზე, რომელსაც მერაბი კვლავ გადალახავს და უკვე მესამედ დაიცავს თავის ქამარს, რომელიც ოფლით, შრომითა და შეუპოვრობით მოიპოვა. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მერაბ დვალიშვილი
UFC
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

•ქართული

ქართული

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე
•ქართული

ქართული

მარცხი საბერძნეთში - ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარცხი საბერძნეთში - ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინდიან უელსში გამოსვლა დაასრულა - ბასილაშვილი საკვალიფიკაციოს ფინალში დამარცხდა

•ქართული

ქართული

ინდიან უელსში გამოსვლა დაასრულა - ბასილაშვილი საკვალიფიკაციოს ფინალში დამარცხდა
•ქართული

ქართული

News image

03 მარ, 2026

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა

News image

03 მარ, 2026

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

News image

6 სთ წინ

მარცხი საბერძნეთში - ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო

News image

14 წთ წინ

ინდიან უელსში გამოსვლა დაასრულა - ბასილაშვილი საკვალიფიკაციოს ფინალში დამარცხდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება