საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავისთვის სადებიუტო მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.
რევაზ ჩომახიძის გუნდმა პლანეტის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის თამაშის უფლება მე-2 დივიზიონიდან მოიპოვა, ფინალურ ეტაპზე კი 1/4 ფინალური მატჩი წააგო - იტალიასთან (12:18), რის შემდეგაც მე-5 ადგილისთვის საბრძოლველ პლეი-ოფში გადაინაცვლა.
მონტენეგროსთან მარცხის (16:18) გამო, მე-7 ადგილისთვის ბრძოლის შანსიღა დარჩა და მეტოქე ამჯერად ხორვატია გახლდათ - თამაში ხორვატებმა 18:12 მოიგეს.
საბოლოოდ, ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი მე-8 ადგილით დაასრულა.
პლანეტის 8 საუკეთესო ნაკრებში, საქართველოსთან ერთად, უნგრეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ესპანეთი, ავსტრალია, საბერძნეთი და იტალია მოხვდნენ.
სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე, 1/2 ფინალური მატჩები დღესაა დაგეგმილი (ავსტრალია V უნგრეთი; იტალია V საბერძნეთი), ჩემპიონი კი ხვალ გამოვლინდება.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია