დინამო თბილისმა, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ლიეტუვურ ჟალგირის ვილნიუსს 3:0 აჯობა.
2016-17 წლების სეზონიდან მოყოლებული მე-10 შემთხვევაა, როცა ქართულმა კლუბმა ევროტურნირების თამაში 3 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგო.
2018-19 - ევროპა ლიგა - ტორპედო ქუთაისი V ვიკინგური (ფარერის კუნძულები) - 3:0;
2018-19 - ევროპა ლიგა - ვიკინგური (ფარერის კუნძულები) V ტორპედო ქუთაისი - 0:4;
2018-19 - ევროპა ლიგა - ტორპედო ქუთაისი V კუკეში (ალბანეთი) - 5:2;
2019-20 - ჩემპიონთა ლიგა - შერიფ ტირასპოლი (მოლდოვა) V საბურთალო - 0:3;
2019-20 - ევროპა ლიგა - დინამო თბილისი V ენგორდანი (ანდორა) - 6:0;
2019-20 - ევროპა ლიგა - დინამო თბილისი V გაბალა (აზერბაიჯანი) - 3:0;
2021-22 - კონფერენს ლიგა - ტრე პენე (სან მარინო) V დინამო ბათუმი - 0:4;
2021-22 - კონფერენს ლიგა - დინამო ბათუმი V ტრე პენე (სან მარინო) - 3:0;
2021-22 - კონფერენს ლიგა - ბატე (ბელარუსი) V დინამო ბათუმი - 1:4;
2026-27 - კონფერენს ლიგა - დინამო თბილისი V ჟალგირის ვილნიუსი (ლიეტუვა) - 3:0.
ზოგადად, ქართული კლუბები ევროტურნირებზე 1972-73 წლების სეზონიდან ასპარეზობენ. სარეკორდო გამარჯვება 6-ბურთიანია და 4 სხვადასხვა გუნდს ეკუთვნის - დინამო ბათუმს (1996-ში, ფარერების ჰავნართან 6:0); ტორპედო ქუთაისს (1998-ში, სომხურ ერებუნისთან 6:0); ზესტაფონს (2009-ში, ჩრდილო ირლანდიურ ლისბერნთან 6:0) და დინამო თბილისს (2019-ში, ანდორულ ენგორდანთან 6:0).
აღნიშნულ 54-წლიან ისტორიაში ჩვენი გუნდების ორივე დიდი წარმატება დინამო თბილისის აქტივშია - 1980-81 წლების სეზონში უეფა-ს თასების მფლობელთა თასი მოიგო, ხოლო 2004-05 წლებში უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.