ხულიან ალვარესი რთული სატრანსფერო ზაფხულის შემდეგ აგენტის შეცვლას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ატლეტიკოს ფორვარდი ფერნანდო იდალგოსთან თანამშრომლობას წყვეტს და ხავიერ პასტორეს სააგენტოს, The Elegant Game-ს უერთდება, რაც მისი ევროპული ტრანსფერის დაჩქარებაზე მიანიშნებს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, არგენტინელით კვლავ აქტიურად ინტერესდებიან არსენალი და ბარსელონა. მიკელ არტეტა მას მეთოფეთა წინა ხაზის იდეალურ გაძლიერებად განიხილავს, კატალონიურ კლუბში გადასვლა კი თავად ალვარესის „საოცნებო ტრანსფერად“ ითვლება.
პარალელურად, მადრიდულ კლუბში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. გულშემატკივრები არგენტინელს უკვე ღიად უსტვენენ, თავად ფეხბურთელი კი კლუბის სარეკლამო აქტივობებშიც აშკარად უკმაყოფილო ჩანს. ახლა მთავარი ინტრიგა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაა, რომლისთვისაც ფეხბურთელი ინტენსიურად ემზადება.