პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს შორის უეინ რუნიმ ერლინგ ჰალანდი არ დაასახელა.
ჰალანდის გარეშე - რუნიმ პრემიერ ლიგის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
„ეს მისი აზრია და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი ნორმალურად არის და ამაში რაღაც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ.
ერლინგი ამ სეზონში დაუჯერებელია. ყველა რეკორდი დაამხო და აგრძელებს როგორც ინდივიდუალური, ისე პრემიერ ლიგის და ნორვეგიის ნაკრების რეკორდების დამხობას. პირადად მის და მისი ნაკრების გამო გახარებული ვარ.
ნორვეგიის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი დაბადებულიც კი არ იყო, როცა ამ ქვეყანამ უკანასკნელად მსოფლიოზე ითამაშა. მათ წარმოუდგენლად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი: ბევრი გოლიც გაიტანეს და კარგი ფეხბურთიც ითამაშეს.
ერლინგი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც იმსახურებს. მას იდეალური ასაკი აქვს და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ." - აღნიშნა გვარდიოლამ.