მან სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ბარსას პრეზიდენტი გახდეს.
„ბარსა უნიკალურია, იმიტომ რომ ყველას შეიძლება მასზე საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. კლუბში მომუშავე ადამიანები იძულებულები არიან გარშემო ხმაურზე გაამახვილონ ყურადღება. ამიტომაც არის ეს მსოფლიოს უდიდესი და განსაკუთრებული კლუბი - ყველას სურს, რომ ამ კლუბს წარმოადგენდეს.
მე ბარსელონას არ უარვყოფ - ყველას გვახსოვს, სად ვიწყებდით. თუმცა, ჰალსტუხიანი საპრეზიდენტო ლოჟაში ვერ დავჯდები.
არა, ამ თანამდებობაზე თავს ვერ წარმოვიდგენ." - აღნშნა 54 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ პეპი ბარსაში (1990-2001) ჯერ თამაშობდა, შემდეგ კი (2008-2012) წვრთნიდა.