ბარსელონას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და მმართველობის წევრმა ხავიერ ბორდასმა აღიარა, რომ ბარსა ახლოს იყო ნეიმარი სდაბრუნებასთან.
"ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის ახლო კავშირი იყო. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ნეიმარი წასვლისთანავე დაბრუნებას იხვეწებოდა. მან პარიზში წასვლა ეგრევე ინანა.
- როგორც კი პსჟ-ში გადავიდა?
კი, მესი და სუარესი ცდილობდნენ მის დაბრუნებას.
- და რატომ არ დაბრუნდა?
საკმაოდ კარგ პირობებზე შევთანხმდით, მაგრამ საბოლოოდ ამ ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყდა."