პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონადან ჩელსიში გადასვლას ნანობს.
გაბონელი ბარსას 2022 წლის ზამთარში შეუერთდა, იმავე ზაფხულს კი ჩელსიში გადავიდა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის მაისურით 24 მატჩში 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„ეს იყო უდიდესი შეცდომა, ძალიან დიდი, წყეული შეცდომა.
იმ მომენტში ბარსაში რთული პერიოდი მქონდა. სახლი გამიტეხეს და გარდა ამისა, კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდებოდა - ან მე, ან მემფის დეპაი უნდა წავსულიყავით.
იმ დროს ერთადერთი შემოთავაზება ჩელსისგან გვქონდა." - აღნიშნა გაბონელმა, რომელიც ბარსაში გადასვლამდე არსენალს კაპიტნობდა.