დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბარსელონა კამპ ნოუზე ბრუნდება.
"ჩვენ დაბრუნებაზე ვოცნებობდით. ახლა, ის აქ არის. ჩვენ სახლში ვბრუნდებით, სპოტიფაი კამპ ნოუზე." - წერია ბარსელონას ოფიციალურ გვერდზე.
ბარსელონა ლა ლიგის მე-13 ტურში ატლეტიკს კამპ ნოუზე მიიღებს. მატჩი 22 ნოემბერს გაიმართება.
კატალონიელებმა ამ სტადიონზე ბოლოს 2023 წლის 28 მაისს ითამაშეს.
