ვოიცეხ შესნიმ გაიხსენა, რომ 2017 წელს არსენალის დატოვებამ გული ატკინა.
დოკუმენტურ ფილმში არსენ ვენგერთან საუბრისას პოლონელმა გაიხსენა მომენტი, როცა კლუბმა უთხრა, რომ მასზე იმედებს აღარ ამყარებს.
„ეს იყო ჩემი კარიერის ერთადერთი მომენტი, რომელმაც გული მატკინა. მახსოვს, როგორ დავბრუნდი სახლში და ავტირდი.
იუვენტუსში მინდოდა გადასვლა, იმიტომ რომ თქვენ მაგრძნობინეთ, რომ ეს იყო საუკეთესო მომენტი არსენალიდან წასასვლელად." - აღნიშნა შესნიმ.
2017 წელს შესნი არსენალიდან იუვენტუსში გადავიდა, სადაც 7 წელი გაატარა.