მან სიტის ყოფილმა ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
„ძალიან დავიღალე. 30 თუ რაღაც წუთი ვირბინე და ძლივს ვსუნთქავ. ფეხბურთში მოტივაციას აღარაფერი მაძლევს. ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შემეძლო.
დროა, ოჯახთან ერთად დროის ტარებით ვისიამოვნო." - აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
40 წლის ფერნანდინიო მან სიტის 2013 წელს შეუერთდა და გუნდში 2022-მდე იმყოფებოდა, საიდანაც ატლეტიკო პარანაენსეში გადავიდა.
2024 წლიდან ფეხბურთელი კლუბის გარეშეა, თუმცა კარიერის დასრულების შესახებ მხოლოდ ახლა გამოაცხადა.