ფენერბაჰჩეს მეკარემ ედერსონმა აღიარა, რომ მან სიტიდან წასვლას 2024 წლის ზაფხულშიც ცდილობდა.
ბრაზილიელი თურქულ გრანდს გასულ ზაფხულს შეუერთდა, მის ნაცვლად კლუბმა ჯანლუიჯი დონარუმა დაიმატა.
„ყველა ციკლი ოდესღაც სრულდება. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, კლუბი კი რჩება. მე სიტის მაისურით რვა საოცარი წელიწადი ჩავატარე და 18 ტიტული მოვიგე, თუმცა ცვლილებები და გარემოს შეცვლა მჭირდებოდა. როცა ფენერბაჰჩეს ვარიანტი გამოჩნდა, დავთანხმდი. იგივე მენტალიტეტი დამრჩა, მოედნის მიღმა ვარჯიშს ვაგრძელებ, როგორც ადრე ამას ჩემს ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვაკეთებდი. გამარჯვება ისევ ისე მინდა, როგორც მან სიტიში და ბენფიკაში.
გასულ წელსაც ვცდილობდი წასვლას, თუმცა არ გამოვიდა. ვფიქრობ, ეს ჩემს თამაშზე ცოტათი აისახა. ხუთი ტრავმა მქონდა და მაქსიმალურ დონეზე შენარჩუნება ვერ შევძელი.
ოჯახთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, ყველაფერზე თანხმობა მივიღე. ეს ცვლილებები ძალიან მჭირდებოდა. არ აქვს აზრი დიდ გამარჯვებებს შეჩვეულ კლუბში ყოფნას, თუ ბედნიერი არ ხარ." - აღნიშნა ედერსონმა.