ბრიტანული პრესა წერს, რომ 2025/26 სეზონის ბოლოს, პეპ გვარდიოლამ შესაძლოა მან სიტის დატოვება გადაწყვიტოს.
The Times-ის ინფორმაციით, 54 წლის კატალონიელ სპეციალისტს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი კონტრაქტი 2026/27 სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული და პეპს ყველა კლუბში თავისი კონტრაქტი ბოლომდე აქვს შესრულებული, თუმცა ადამიანები, რომელიც სიტუაციას კარგად იცნობენ, ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ სეზონის ბოლოს წასვლა, როცა მისი მე-10 ოფიციალური სეზონი დასრულდება, გამომორიცხული სულაც არ არის.
გვარდიოლასთვის 2026 წლის ზაფხული შესაძლოა წასასვლელად იდეალური დრო აღმოჩნდეს. გუნდის განახლებული შემადგენლობა უკვე ჩამოყალიბდა, მას კი თავად ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. თანაც ათი წელი - სერიოზული ვადაა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ბრიტანეთში გადასვლამდე არცერთ სხვა ადგილას ოთხზე მეტი წელი არ ჰქონია ნამუშევარი. თუმცა, იგივე ხალხი გვარდიოლას წასვლას ორი წლის წინაც ვარაუდობდა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, თუმცა საბოლოოდ მან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
თავდაპირველად პეპი ინგლისის შემდეგ იტალიაში ფიქრობდა მუშაობას, თუმცა ბოლო წლებში სერია ა-ს დონემ დაიკლო და ამიტომ, რომელიმე ნაკრების სათავეში მოსვლა უფრო მოსალოდნელ ვარიანტად გამოიყურება.
სიტის მხირდან გვარდიოლას გაშვება თავის მხრივ მისი შემცვლელის პოვნაზე იქნება დამოკიდებული. კლუბი ამ ეტაპზე ვენსან კომპანის, რობერტო დე ძერბის და ანდონი ირაოლას აკვირდება. სამივე ეს სპეციალისტი ამ ეტაპზე დაკავებულია.