მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფორვარდი, ერიკ კანტონა გულშემატკივართან მომხდარ ეპიზოდს არ ნანობს.
1995-ში ფრანგი ფეხბურთელი სარეკლამო ბანერებს გადაახტა და კრისტალ პალასის ერთ-ერთ გულშემატკივარს ფეხი დაარტყა, რის გამოც 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
„ამ ხულიგანს დიდი სიამოვნებით კიდევ უფრო ძლიერად დავარტყავდი. ძალიან კმაყოფილი ვარ." - აღნიშნა კანტონამ.
შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივარმა კანტონას შოვინისტურ ფონზე შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც თავადაც სამსახური დაკარგა.