მანჩესტერ იუნაიტედი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უსაქმოდ ყოფნას არ გეგმავს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, წითელ ეშმაკებს შუა სეზონში ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ.
ერთ-ერთ ვარიანტად ჩელსის აღზრდილი კონორ გალაჰერი მოიაზრება, რომელიც ბოლო ორი წელია მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავს. ასევე, ამორიმი ყურადღებით აკვირდება ვულვზის ბრაზილიელ ნახევარმცველს, ჟოაო გომესსაც.
წითელ ეშმაკებს ახალი ფეხბურთელის დამატება მსოფლიო ჩემპიონატამდე სურთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ტურნირის შემდეგ არაერთი ფეხბურთელის ფასი საგრძნობლად გაიზრდება.
24 წლის ჟოაო გომესმა ამ სეზონში ვულვზის 11-ვე პრემიერ ლიგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გალაჰერმა კი ატლეტიკოს მაისურით ყველა ტურნირზე 16 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოასწრო.