რუნიმ წინა წლების მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„წინა ზაფხულამდე მანჩესტერის სატრანსფერო პოლიტიკა საშინელი იყო.
კლუბი უბრალოდ დიდ სახელებს ყიდულობდა. გადახედეთ - ლუკაკუ, ზლატანი, პოგბა - კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ კლუბი მათ ვარსკვლავური სტატუსის გამო ეძახდა და უამრავ ფულსაც ახარჯავდა.
გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ეს შეცდომები გამოსწორდეს." - აღნიშნა ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა.
გასულ ზაფხულს იუნაიტედმა ბრაიან მბიუმო, მათეუს კუნია და გოლკიპერი სენე ლამენსი დაიმატა, სამივე ეს მოთამაშე ამ სეზონში ძირითადის წევრად იქცა.