ტონი კროოსმა გაიხსენა, როგორ მიიღო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება.
გერმანელმა ბუცები ლურსმანზე ევრო 2024-ს შემდეგ დაკიდა.
„ამ საკითხზე რამდენიმე თვის მანძილზე ვფიქრობდი. ანუ, არ ყოფილა ისე, რომ დილას ცუდ განწყობაზე გავიღვიძე და საკუთარ თავს ვუთხარი, წავსულიყავი.
არა, ამაზე ბევრი ვიფიქრე. იქამდე ერთი წლით ადრეც მქონდა წასვლაზე ნაფიქრი, თუმცა საბოლოოდ კიდევ ერთი წლით რეალში დარჩენა გადავწყვიტე, იმიტომ რომ კლუბს ეს ძალიან უნდოდა.
საბოლოოდ, იმ ერთმა წელმა ჩემი იდეა არ შეცვალა, რომელიც ყოველთვის ასეთ ამაღლებულ განწყობაზე კარიერის დასრულებაში მდგომარეობდა. საბედნიეროდ, ეს გამომივიდა.
ვფიქრობ, რთული იქნებოდა იმაზე კარგი სეზონის ჩატარება, რაც ჩემს ბოლო წელს გვქონდა - დამშვიდობება მას შემდეგ, რაც ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ." - აღნიშნა გერმანელმა Marca-სთან საუბარში.