საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის წარმომადგენლებმა კრიშტიანუ რონალდუს მოქმედებების საპასუხოდ განცხადება გაავრცელეს.
„საუდის პროფესიონალური ლიგა აგებულია ერთ მარტივ პრინციპზე: თითოეული კლუბი მოქმედებს დამოუკიდებლად, ერთიანი წესების ფარგლებში. კლუბებს ჰყავთ საკუთარი მმართველი საბჭოები, საკუთარი აღმასრულებელი ხელმძღვანელები და საკუთარი ფეხბურთის დირექტორები.
რეკრუტინგთან, ხარჯებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად კლუბების მიერ მიიღება, ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც მდგრადობისა და კონკურენტული ბალანსის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს ჩარჩო ლიგის ყველა კლუბზე თანაბრად ვრცელდება.
კრიშტიანუ ალ-ნასრთან ერთად სრულად არის ჩართული მისი მოსვლიდანვე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლუბის განვითარებასა და ამბიციებში. როგორც ნებისმიერ ელიტურ კონკურენტს, მას გამარჯვება სურს.
თუმცა, არცერთ ინდივიდს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, არ შეუძლია გავლენა მოახდინოს თავისი კლუბის ფარგლებს მიღმა არსებულ გადაწყვეტილებებზე. ბოლო სატრანსფერო აქტივობა ნათლად აჩვენებს ამ დამოუკიდებლობას. ერთმა კლუბმა გუნდი ერთი გზით გააძლიერა. მეორე კლუბმა განსხვავებული მიდგომა აირჩია. ეს იყო კლუბების გადაწყვეტილებები, მიღებული შეთანხმებული ფინანსური პარამეტრების ფარგლებში."
აღნიშნული განცხადება კრიშტიანუ რონალდუს ქმედებებზე პასუხი იყო, რომელიც კარიმ ბენზემას ალ იტიჰადიდან ალ ჰილალში გადასვლას აპროტესტებდა და ამის გამო ალ ნასრის მატჩებიც გამოტოვა.
"მიღალატეს!“ — რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლას განიხილავს