როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსა და საუდის არაბეთის „თაფლობის პერიოდი“ დასრულდა.
41 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი იმდენად უკმაყოფილოა ადგილობრივი სიტუაციით, რომ ქვეყნის დატოვებაზე სერიოზულად დაფიქრდა.
ბოლო დროს მოვლენები ელვისებურად განვითარდა: ჯერ იყო და, კრიშტიანუმ ალ-რიადთან მატჩი გამოტოვა, მერე კი ვარჯიშზეც არ გამოჩენილა. CBS Sports-ის ინსაიდერები წერენ, რომ რონალდუ თავს მოტყუებულად გრძნობს.
რამ განარისხა კრიშტიანუ? მიზეზი რამდენიმეა და ყველა მათგანი კლუბის მართვასა და ტრანსფერებს უკავშირდება:
ალ-ჰილალის პრივილეგიები: რონალდუ თვლის, რომ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) მის კონკურენტებს, განსაკუთრებით კი ალ-ჰილალს, ბევრად უკეთეს პირობებს უქმნის და უფრო ძლიერ ტრანსფერების უფლებას რთავს..
ბენზემას ამბავი: პორტუგალიელი კატეგორიული წინააღმდეგი იყო კარიმ ბენზემას ალ-ჰილალში გადასვლის. მისი აზრით, ასეთი ტრანსფერები ლიგაში კონკურენციას კლავს და მის გუნდს დაჩაგრულ მდგომარეობაში ტოვებს.
VIDEO: ქუსლით გოლი, ჰეთ-ტრიკი და საგოლე პასი| ბენზემას ოცნების დებიუტი ახალ გუნდში
ღალატის განცდა: ალ-ნასრთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ კრიშტიანუ თავს დაღალატებულად გრძნობს. ის ელოდა, რომ ლიგის მთავარი სახე და პრივილეგირებული ფიგურა იქნებოდა, რეალურად კი სხვა გუნდების გაძლიერებას უფრო მეტი რესურსი ხმარდება.
არის თუ არა გამოსავალი? სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ არა უიმედო. ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ თუ PIF-ის მაღალჩინოსნები პირადად შეხვდებიან რონალდუს და მისცემენ გარანტიებს, რომ ალ-ნასრი ტრანსფერებში არ დაიჩაგრება, პორტუგალიელი შესაძლოა დარჩეს.