ალ ნასრის ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გუნდის დღევანდელი საწვრთნელი პროცესი გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გუშინ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩიც გამოტოვა ალ რიადის წინააღმდეგ.
ჟურნალისტ აბდულაზიზ ალ-ოსეიმის ინფორმაციით, რონალდუს მონაწილეობა არ მიუღია იმ მოთამაშეების ვარჯიშში, რომლებსაც გუშინდელ შეხვედრაში არ უთამაშიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის ეს ქმედებები საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის (PIF) მუშაობით უკმაყოფილებას უკავშირდება. რონალდუ დარწმუნებულია, რომ მფლობელები ალ ნასრს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში განზრახ უშლიან ხელს და პრიორიტეტს კონკურენტ ალ ჰილალს ანიჭებენ.
ის ასევე ეწინააღმდეგებოდა კარიმ ბენზემას გადასვლას ალ ჰილალში, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს „ჯანსაღ კონკურენციას დააზიანებდა“.
პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ მისი როლი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაში სათანადოდ არ არის დაფასებული. ამის გამო, სულ უფრო რეალური ხდება ვერსია, რომ კრიშტიანუ კლუბს ივნისში დატოვებს და ევროპაში ან MLS-ში გადაბარგდება.