კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრიდან წასვლაზე ფიქრობს.
პორტუგალიის ნაკრების 40 წლის ფორვარდმა საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩი ალ რიადის წინააღმდეგ (1:0) გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) კლუბს კონკურენტებთან, კერძოდ კი ალ ჰილალთან შედარებით.
გამოცემა Record-ის ინფორმაციით, რონალდუ დარწმუნებულია, რომ ფონდი განზრახ აფერხებს ალ ნასრის ტრანსფერებს, რათა გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალოს. გარდა ამისა, პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ის მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან საუდის არაბეთში ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა.
არსებული ვითარების გამო, კრიშტიანუმ შესაძლოა კლუბი ივნისში დატოვოს. პორტუგალიელი ვარსკვლავი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს:
ევროპაში დაბრუნება;
კარიერის გაგრძელება MLS-ში (აშშ).
აღსანიშნავია, რომ ფორვარდსა და ალ ნასრს შორის გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს.