• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რეალმა მარცხენა მცველი ინგლისში არ გაუშვა — ფეხბურთელი განრისხებულია
ფეხბურთიფეხბურთი

რეალმა მარცხენა მცველი ინგლისში არ გაუშვა — ფეხბურთელი განრისხებულია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალმა მარცხენა მცველი ფრან გარსია იჯარით ბორნმუთში არ გაუშვა.


The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ვარიანტს სათამაშო დროის მისაღებად შესანიშნავ შესაძლებლობად მიიჩნევდა. ვარჯიშების დროს ის თანაგუნდელებს ხშირად ეუბნებოდა, რომ ბორნმუთში გადასვლის საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა, თუმცა პარასკევს კლუბმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ფეხბურთელი არ გაეშვა.


ტრანსფერზე უარის მიღების შემდეგ, 26 წლის ესპანელმა შაბათს ინდივიდუალურად ვარჯიში მოითხოვა. კლუბმა მისი თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა — გარსიამ პირველი 15 წუთი, რომელიც მედიასთვის იყო გახსნილი, გუნდთან ერთად გაატარა, შემდეგ კი განცალკევებით განაგრძო მომზადება.


ბორნმუთი მზად იყო, ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით დაემატებინა, თავად გარსიაც ამ ვარიანტს დიდი ენთუზიაზმით უყურებდა, თუმცა რეალის ხელმძღვანელობამ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ იანვარში გუნდს ენდრიკის გარდა არავინ დატოვებს და ამიტომ, თავდაპირველი პოზიციის შეცვლა აღარ მოისურვა.


ფრან გარსიას კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში და ზაფხულში ის შეეცდება ისეთი კლუბი იპოვოს, სადაც გაცილებით მეტ სათამაშო დროს მიიღებს. ამ ეტაპზე ის მშობლიურ რეალში მეორე მარცხენა მცველიც არ არის — ალვარო კარერასის არყოფნის შემთხვევაში, ალვარო არბელოა ამ ფლანგზე ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას აყენებს ხოლმე.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ტრანსფერები
რეალი
ბორნმუთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლაზე ფიქრობს — პორტუგალიელი ორ ვარიანტს განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლაზე ფიქრობს — პორტუგალიელი ორ ვარიანტს განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: იუვენტუსმა ნიცას ნახევარმცველი დაიმატა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: იუვენტუსმა ნიცას ნახევარმცველი დაიმატა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2025-26 ზამთრის 20 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2025-26 ზამთრის 20 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლივერპულმა 60-მილიონიანი ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლივერპულმა 60-მილიონიანი ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლაზე ფიქრობს — პორტუგალიელი ორ ვარიანტს განიხილავს

News image

01 თებ, 2026

ოფიციალურად: იუვენტუსმა ნიცას ნახევარმცველი დაიმატა

News image

5 სთ წინ

2025-26 ზამთრის 20 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

News image

4 სთ წინ

ოფიციალურად: ლივერპულმა 60-მილიონიანი ტრანსფერი დაადასტურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება