ლივერპულმა ჟერემი ჟაკეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
მცველი გუნდს ფრანგული რენიდან 2026 წლის ზაფხულში შეუერთდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 20 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი მერსისაიდულ კლუბს 60 მილიონი ევრო დაუჯდება, კიდევ 12 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
ლივერპულთან ჟაკემ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ლიგა 1-ის ამ სეზონში ფეხბურთელმა რენის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც მიითვალა.