ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, გუნდის ნახევარმცველის, ფლორიან ვირცის პროგრესზე ისაუბრა და ის „ქალაქელთა“ ლეგენდებს შეადარა.
კარაგერის თქმით, გერმანელი ფეხბურთელი სულ უფრო უმატებს და ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ყალიბდება:
„ვირცი ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ ბიჭს საოცარი ოსტატობა აქვს. პრემიერლიგამ კევინ დე ბრუინი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ ვირცი შეიძინა.
როდესაც მას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ შეუძლია დავიდ სილვას დონეს მიაღწიოს, თუმცა მასში ორივე მათგანის თვისებებია შერწყმული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ზუსტად ისეთ შედეგებს აჩვენებს, როგორსაც დე ბრუინი, მაგრამ ის განსაკუთრებული მოთამაშეა.“
კარაგერმა ასევე გაიხსენა გარი ნევილის კრიტიკა და ვირცს მანჩესტერ სიტისთან მოახლოებული მატჩის წინ „შურისძიებისკენ“ მოუწოდა:
„ვირცის სუსტ სტარტზე ბევრს საუბრობდნენ... მანჩესტერ სიტისთან გასვლითი მატჩის შემდეგ გარი ნევილმა თქვა, რომ ის მოედანზე ბავშვივით გამოიყურებოდა. ახლა ის სიტის ენფილდზე დაუპირისპირდება. ის უკვე აღარ არის ბავშვი და ეს საუკეთესო შანსია ნევილის გასაჩუმებლად,“ — აღნიშნა კარაგერმა.