ჯეიმი კარაგერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კაზემიროს თამაში შეაფასა.
„ახლა უკვე სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია ის.
იმის გათვალისწინებით, რასაც ის ამ სეზონში პრემიერ ლიგაში აჩვენებს და არა მხოლოდ ფულემთან მატჩში. გაიხსენეთ, რა გააკეთა გასულ კვირას არსენალთან გასვლაზე და მანჩესტერ სიტისთან საკუთარ მოედანზე.
კაზემიროს სრული უფლება აქვს, თუ მოუნდება, მომიბრუნდეს და მითხრას: „დატოვე ექსპერტობა, სანამ ექსპერტობამ არ მიგატოვა!““
ჯეიმი კარაგერმა ბრაზილიელ ნახევარმცველზე ორი წლის წინ შემდეგი რამ თქვა:
„ყოველთვის მახსენდება ერთი რამ, როცა თავად დავასრულე კარიერა, როგორც ფეხბურთელს, ერთი გამონათქვამი ყოველთვის მახსოვდა: „დატოვე ფეხბურთი მანამ, სანამ ფეხბურთი თავად დაგტოვებს“.
კაზემირო უმაღლეს დონის ფეხბურთმა უკვე დატოვა. მას სჭირდება, ამ დონის ფეხბურთს დაემშვიდობოს და წავიდეს.“
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.