• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
FERGIE TIME - კერიკის მანჩესტერმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო
ფეხბურთიფეხბურთი

FERGIE TIME - კერიკის მანჩესტერმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ფულემს უმასპინძლა.


მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ჯარიმიდან ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. იუნაიტედმა ტაიმი 1-0 მოიგო.


56-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. კაზემირომ ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა თანამემამულე მატეუშ კუნიამ კი ანგარიში 2-0 გახადა.


65-ე წუთზე ფულემი ერთი ბურთის გაქვითვასთან ახლოს იყო, თუმცა ხორხე კუენკას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. სტუმრებმა გოლის გატანა 85-ე წუთზე მაინც შეძლეს, რაულ ხიმენესმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა.


კომპენსირებული დროის პირველ წუთზე სტუმრებმა უკვე ანგარიშიც გაათანაბრეს, შეცვლაზე შემოსულმა კევინმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ლამენსს ლამაზი გოლი გაუტანა.


მიუხედავად ბოლო წუთებზე სხვაობის აღმოფხვრის და ანგარიშის გათანაბრებისა, მანჩესტერმა კონცენტრაცია მაინც მოიკრიბა და კევინის გოლიდან 3 წუთში ბრუნო ფერნანდეშის მეორე საგოლე პასის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორი ბენჟამინ შეშკო გახდა.


მაიკლ კერიკის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება მოახერხა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო.


იუნაიტედს ახლა 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. თავისი მატჩი ბრენტფორდთან წააგო ასტონ ვილამ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულა გახდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფულემი
მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მძიმე ტრავმა - პატრიკ დორგუ მანჩესტერს დიდი ხნით გამოაკლდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მძიმე ტრავმა - პატრიკ დორგუ მანჩესტერს დიდი ხნით გამოაკლდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გარი ნევილი: "დარწმუნებული ვარ, ახლა ამორიმიც გაურკვევლობაშია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გარი ნევილი: "დარწმუნებული ვარ, ახლა ამორიმიც გაურკვევლობაშია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როი კინი: "კერიკი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა, იუნაიტედის შედეგები მალე ქვემოთ წამოვა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როი კინი: "კერიკი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა, იუნაიტედის შედეგები მალე ქვემოთ წამოვა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნი: "რაც უფრო ახლოვდება სეზონის დასასრული, არსენალს მით უფრო გაუჭირდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნი: "რაც უფრო ახლოვდება სეზონის დასასრული, არსენალს მით უფრო გაუჭირდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

27 იან, 2026

მძიმე ტრავმა - პატრიკ დორგუ მანჩესტერს დიდი ხნით გამოაკლდა

News image

26 იან, 2026

გარი ნევილი: "დარწმუნებული ვარ, ახლა ამორიმიც გაურკვევლობაშია"

News image

31 იან, 2026

როი კინი: "კერიკი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა, იუნაიტედის შედეგები მალე ქვემოთ წამოვა"

News image

26 იან, 2026

რუნი: "რაც უფრო ახლოვდება სეზონის დასასრული, არსენალს მით უფრო გაუჭირდება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება