მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, არსენალის მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას გადაწყვეტილებები გააკრიტიკა.
გუშინ გამართული შეხვედრა წითელმა ეშმაკებმა 3:2 მოიგეს.
„ვფიქრობ, არსენალში პანიკა დაიწყო. არტეტა ბრწყინვალე მწვრთნელია და ხშირად ვაქებ კიდეც, მაგრამ მგონია, რომ მან პანიკაში მიიღო გადაწყვეტილება, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა ანგარიში 2:1 გახადა და ოთხი ცვლილება გააკეთა.
არტეტამ აშკარად იჩქარა და ცვლილებები ნაადრევად განახორციელა, ნაცვლად იმისა, რომ არსენალს იმ ფეხბურთელებით ეცადა თამაშში დაბრუნება, რომლებიც მოედანზე იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, ამას შედეგი არ მოუტანია.
რაც უფრო მოახლოვდება სეზონის დასასრული, არსენალს მით უფრო გაუჭირდება. ჩემი აზრით, არსენალი კვლავ რჩება პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტად, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის იოლი გზა იქნება“, – თქვა რუნიმ.