ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ტაში ხელთათმანის გარეშე და Lego გუნდის დასაახლოვებლად — ჩელსის თავისი ტედ ლასო ჰყავს
ფეხბურთიფეხბურთი

ტაში ხელთათმანის გარეშე და Lego გუნდის დასაახლოვებლად — ჩელსის თავისი ტედ ლასო ჰყავს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიდერის ხიბლი, Lego და „Believe“ — როგორ აშენებს ლიამ როსენიორი ახალ „ჩელსის“.


„ტედ ლასოს“ სერიალის გმირი მაყურებელს სწორედ იმ თვისებებით შეუყვარდა, რაც თანამედროვე ფეხბურთშიც სულ უფრო ფასობს — ადამიანურობით, გუნდური სულის შექმნით და დეტალებზე ზრუნვით: პატარა რიტუალები, მარტივი სიტყვები, მოტივაციური ჟესტები და ის ცნობილი წარწერა Believe გასახდელში.


დღეს „ჩელსიში“ ასეთივე ფილოსოფიის მატარებელი მწვრთნელი გამოჩნდა. ლიამ როსენიორი პირველივე დღეებიდან ცდილობს კოლექტივის შეკვრას არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვნი ნაბიჯებით — ჩახუტება ფეხბურთელებთან, ინდივიდუალური საუბრები, გუნდური აქტივობები და ზოგჯერ სრულიად არაორდინარული იდეებიც.


ამის შესახებ დეტალურად წერს Daily Mail-ის ჟურნალისტი კირან გილი, რომლის სტატიას თავად როსენიორიც გაეცნო:


„წამაკითხეს ძალიან კარგი სტატია, რომელიც ნამდვილად მომეწონა“, — თქვა მწვრთნელმა.


ის არ არის დიქტატორი


როსენიორმა თავიდანვე გააცნობიერა, რომ ფეხბურთელებს არ უყვართ გრძელი თეორიული შეხვედრები და რთული ტაქტიკური მონოლოგები. ამიტომ გუნდური შეკრებები მოკლე და საქმიანი აქვს, ხოლო მთავარ აქცენტს ინდივიდუალურ საუბრებზე აკეთებს.


მისი კაბინეტის კარი ყოველთვის ღიაა. როსენიორი პირადად ესაუბრება მოთამაშეებს, არკვევს მათ მდგომარეობას და ერთად აყალიბებს გეგმას.


მაგალითად, კოულ პალმერთან პირველივე შეხვედრაზე ჯანმრთელობაზე გაამახვილა ყურადღება და უთხრა, რომ გადატვირთვა დაუშვებელია. მეკარე სანჩესს აუხსნა, რომ შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავად აიღებს და საჯაროდ დაიცავს.


ესტევაო როსენიორმა შეაქო არა მხოლოდ თამაშის გამო, არამედ ინგლისურის გაუმჯობესებისთვისაც, ხოლო კაისედოსთან ოცნებებზე ისაუბრა — მწვრთნელს სურს, რომ ათი წლის შემდეგ ეკვადორელი მაკელელესა და კანტეს გვერდით მოიხსენიონ.


„როსენიორი აფასებს სხვის აზრს. ის არ არის დიქტატორი. მატჩის გეგმას არჩევამდე ისმენს ფეხბურთელებს, რადგან სწორედ მათ უნდა შეასრულონ ეს გეგმა“, — წერს კირან გილი.


ემოციური მხარდაჭერა და რეაქცია შეცდომებზე


ვარჯიშებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გუნდის რეაქციას შეცდომებზე. ბურთი დაკარგე? არაუშავს — დაბრუნდი და იბრძოლე.


როსენიორი ხშირად იმეორებს: არ იწუწუნო. არ იზარმაცო. დაეხმარე პარტნიორს და ისიც დაგეხმარება.


თუ რამე მოსწონს — ხმამაღლა აქებს ფეხბურთელებს, აპლოდისმენტებით (სპეციალურად ხელთათმანების გარეშე, რომ ხმა მკაფიო იყოს). ხშირად ეხუტება, მხარზე ხელს ადებს და სიტყვით ამხნევებს. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.




ჰიგიენის გაკვეთილი, ოღონდ იუმორით


ერთ-ერთი ვირუსის გავრცელების შემდეგ როსენიორმა ფეხბურთელებს ელემენტარული ჰიგიენის აუცილებლობაზეც კი ესაუბრა — მათ შორის ხელების დაბანაზე.


თუმცა საუბარი იუმორით წარიმართა. იდეა მარტივია: ფეხბურთელები ბავშვები არ არიან, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მარტივ საკითხებზეც შეხსენება საჭიროა.


Lego-თიმბილდინგი


როსენიორის ერთ-ერთი საყვარელი მეთოდი გუნდური ქიმიის გასაძლიერებლად Lego-ს კონსტრუქტორების ერთობლივი აწყობაა.


გეგმის მიხედვით, ფეხბურთელები ერთ დღეს ვარჯიშის ნაცვლად სპეციალურ ოთახში შეიკრიბებიან და გუნდებად დაიწყებენ Lego-ს აწყობას. იდეა მარტივია — ერთად შექმნა, ერთად გაიცინო და ცოტა ხნით დაივიწყო ზეწოლა.


„ჩელსიში“ ეს ჯერ არ ჩატარებულა დატვირთული გრაფიკის გამო, თუმცა კონსტრუქტორები უკვე შეკვეთილია.


საიდან მოდის ასეთი მიდგომა?


როსენიორის დედა სოციალური მუშაკი იყო და ოჯახში ხშირად ჰყავდათ უცხო ბავშვები. ლიამი ასეთ გარემოში გაიზარდა და ადრეულ ასაკში ისწავლა სხვების გაგება.


ის გაიზარდა მულტიკულტურულ უბანში, თავადაც არაერთხელ შეხვედრია რასიზმს, თუმცა ეს სიძულვილში არ გადაეზარდა — პირიქით, ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ ადამიანები ერთნაირები არიან, უბრალოდ განსხვავებული კულტურებით.



ადამიანი სქემაზე წინ დგას


როსენიორი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში პირველ რიგში ადამიანი დგას და მხოლოდ შემდეგ — ტაქტიკა.


„თუ მწვრთნელი ფეხბურთელებს ადამიანურად ექცევა, გუნდი ამას უკან აბრუნებს“, — ასეთია მისი პრინციპი. ამიტომ მან თავიდანვე ესაუბრა მათ, ვინც ადრე ნაკლებად თამაშობდა და აუხსნა, რომ ყველას სუფთა ფურცლიდან ეძლევა შანსი.


manage - man და age


როსენიორი საკუთარ თავს ასე აღწერს:


„მე ვარ როგორც მწვრთნელი, ისე მენეჯერი. სიტყვა manage რომ შუაზე გაყო, გამოდის სიტყვები man და age, ანუ ეხმარები ადამიანებს ზრდაში. სწორედ ეს არის ჩემი საქმე“.


ჩელსიში ახალი ეპოქა იწყება არა მხოლოდ ტაქტიკური ცვლილებებით, არამედ კულტურით, სადაც ნდობა, პატივისცემა და ადამიანურობა მთავარი ღირებულებებია.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩელსი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩელსი დუგლას ლუიზის იჯარით გაფორმებას განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი დუგლას ლუიზის იჯარით გაფორმებას განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხულიან ალვარესი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხულიან ალვარესი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამაზე ლაპარაკს უნდა მოეშვას და მატჩები მოიგოს", — ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამაზე ლაპარაკს უნდა მოეშვას და მატჩები მოიგოს", — ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ალბათ, მას სახლში სექსი არ აქვს", — დიეგო კოშტა ანტონიო კონტეზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ალბათ, მას სახლში სექსი არ აქვს", — დიეგო კოშტა ანტონიო კონტეზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 იან, 2026

ჩელსი დუგლას ლუიზის იჯარით გაფორმებას განიხილავს

News image

24 იან, 2026

ხულიან ალვარესი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

News image

22 იან, 2026

"ამაზე ლაპარაკს უნდა მოეშვას და მატჩები მოიგოს", — ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა

News image

23 იან, 2026

"ალბათ, მას სახლში სექსი არ აქვს", — დიეგო კოშტა ანტონიო კონტეზე

კომენტარები