ჩელსის ყოფილმა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ ანტონიო კონტეზე.
2017 წელს დიეგო კოშტამ და კონტემ ჩელსიში ერთად პრემიერ ლიგა მოიგეს, რის შემდეგაც მალევე, იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიელ ფეხბურთელს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც პირდაპირ უთხრა, რომ გუნდში მისი დარჩენა აღარ უნდოდა. 2018 წლის იანვარში კოშტა ატლეტიკოში გადავიდა.
„ალბათ მას რაღაც პირადი მიზეზები ჰქონდა, რადგანაც ხვდებოდა, რომ მწვრთნელისთვის ნორმალური არ არის, არ ენდობოდეს ფეხბურთელს, რომელიც მისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო.
მარინას [გრანოვსკაიას] მივწერე და მან მაშინვე მითხრა, რომ ის, რაც კონტემ გააკეთა, დაუშვებელია და რომ ის კლუბის მფლობელი არ არის. მე ბრაზილიაში ვიყავი, ოჯახთან ერთად. მარინას ვუთხარი, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კლუბისთვის გავაკეთე, ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი.
ეს ადამიანი სხვებს არ ენდობა. ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. მასთან ვარჯიშით სიამოვნებას ვერ იღებ — ყოველთვის გაბრაზებულია, მუდამ დაღვრემილი სახე აქვს. ალბათ სახლში სექსიც არ აქვს, რადგან ძალიან მოღუშულია.
ეს სამწუხაროა, რადგან ჩელსიში ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ კლუბისთვის პრობლემების შექმნა არ მინდოდა. ტიტულები, რომლებიც მან ჩელსიში მოიგო, ჩემთან ერთად მოიგო — მისდა სამწუხაროდ. ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“. — აღნიშნა კოშტამ.